воскресенье, 16 ноября 2014 г.

სასწავლო პროექტი


სასწავლო თემის ავტორი
სახელი და გვარი
მარინა გამყრელიძე
რაიონი
ქ.ონი
სკოლა
ქ.ონის საჯარო სკოლა
ქალაქი

თემის  მონახაზი
თემის  დასახელება
ვიტამინები,,
თემის შინაარსი
ვიტამინების  როლი ადამიანის ორგანიზმის ნორმალური ცხოველქმედებისათვის.ვიტამინების აღმოჩენა საკვებ პროდუქტში.ჩავატარებთ ექსპერიმენტს  და აღმოვაჩენთ C     ვიტამინს  სხვადასხვა პროდუქტში და განვსაზღვრავთ რაოდენობრივად.
საგანი
ქიმია-საბუნებისმეტყველო
დონე/კლასი  
საშუალო საფეხური-Xკლასი
განხორციელების დროის ჩარჩო
ორი კვირა
თემის საფუძვლები
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
ქიმx.12მოსწავლეს შეუძლია ქიმიური ელემენტების და მათი ნაერთების დახასიათება.მათი მნიშვნელობის შესახებ მსჯელობა.
  • მსჯელობს ქიმიური ელემენტების როლსა და გამოყენებაზე ყოფა-ცხოვრებასა და წარმოებაში.
  • გეგმავს და ატარებს ცდებს ქიმიური ნაერთების    და   ნარევების შედგენილობის თვისობრივი 
ანალიზისათვის.
  • 21 საუკუნის უნარ-ჩვევები
  • ინფორმაციის კლასიფიკაცია .ანალიზი.სინთეზი.
  • ცოდნის პრაქტიკულად გამოყენება.
მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები
  • მოსწავლეები ადგენენ ხშირად გამოყენებადი პროდუქტების სიას.
  • სწავლობენ მათ შედგენილობას,ახარისხებენ შედგენილობაში შემავალი ელემენტების მნიშვნელობას ორგანიზმის ნორმალური ცხოველქმედებისათვის.
  • იკვლევენ სხვადასხვა პროდუქტებში ვიტამინების შემცველობას.
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
  • რა არის მნიშვნელოვანი ადამიანისათვის?

  • ადამიანის ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციონირებაზე ახდენს თუ არა გავლენას საკვები,გარემო პირობები?


თემატური კითხვები

  • რა მნიშვნელობა აქვს ვიტამინებს ორგანიზმისთვის?
  • არჩევთ თუ არა საკვებ პროდუქტებს  ვიტამინების შემადგენლობის მიხედვით?

შინაარსობრივი კითხვები
  • არის თუ არა პრობლემა  ვიტამინებით მდიდარი  პროდუქტის მიღება?

შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო

პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ





პორტფოლიო;
მოსწავლეთა პრეზენტაცია;
რეფერატი;
ბლოგი
კითხვა -პასუხი
 
 

დაკვირვება
წერილობითი კომენტარი
შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი

  • პროექტის დაწყებამდე მიმართულების მიმცემი კითხვების  საშუალებით შევაფასებ,თუ რა
ცოდნა გააჩნიათ   მოსწავლეებს ვიტამინების და მისი როლის შესახებ ადამიანის ორგანიმში.
                რას იწვევს მისი დეფიციტი ორგანიზმში.როგორ შეიძლება  აღმოვაჩინოთ საკვებში          ვიტამინები.
  • პროექტის მიმდინარეობისას ზუსტად განვსაზღვრავ მოსწავლეების შესასრულებელი საქმიანობების ტიპებს.ვეხმარები სწორად  და შესაძლებლობების მიხედვით გადაინაწილონ ფუნქციები.
  • ვაკეთებ პერიოდულ დაკვირვებას,თუ როგორ ასრულებს თითოეული ჯგუფი დავალებას,რამდენად იცავენ ვადებს.

  • ვაკეთებ განმავითარებელ შეფასებებს და ვათავსებ მოსწავლის პორთფოლიოში.




სხვა საკითხები
საბაზისო უნარ-ჩვევები
კონცეპტუალური ცოდნა და ტექნიკური უნარ-ჩვევები, რომლებსაც მოსწავლეები უნდა ფლობდნენ თემის დასაწყისში
სასწავლო პროცედურები
პროექტი ითვალისწინებს  ქიმიური ნივთიერებების -ვიტამინების როლს ადამიანის ორგანიზმის ფუნქციონირებაში.    
კითხვა-პასუხის საშუალებით დავადგენ  თუ რა იციან საკვებ ნივთიერებებზე-ვიტამინებზე.
როგორ მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე.რა უნდა იცოდნენ და რა უნდა ისწავლონ ამ პროექტით.კითხვების საფუძველზე დასახელდა პრობლემები.დავსახეთ მისი განხორციელების გზები.
  • გავაცნობ ინფორმაციას ვიტამინების შესახებ.წყალში ხსნად და ცხიმში ხსნად ვიტამინებს,ნივთიერებათა კლასიფიკაციას A,B,C  და  D ჯგუფის მიხედვით.
გავაცნობ პროექტის მიზანს.პროექტის დაგეგმვა ეხმარებათ კვლევის  მიზანმიმართულ
განხორციელებაში.ისახავენ მიზნებს,აყალიბებენ სტრატეგიებს,დროში ანაწილებენ შესასრულებელ სამუშაოს.განსაზღვრავენ კრიტერიუმებს შეფასებისათვის.
  • კლასს ვყოფ სამ ჯგუფად.დაჯგუფებისათვის ვიყენებ ფერად ბარათებს ,რომლის საშუალებით  ფერებით დაჯგუფდებიან.მიეცემათ დავალება ჩაატარონ გამოკითხვა პროექტის საკითხების,მუშაობის ფორმატის შესახებ.განიხილონ სამოქმედო გეგმა,რომლითაცპროექტზე მუშაობისას იხელმძღვანელებენ.შეიძლება სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებს სამოქმედო გეგმის შაბლონი სამუშაოს ორგანიზებაში დაეხმაროს.ასევე ყოველივე ეს დაეხმარებათ დადებითი შედეგების მიღწევაში -სკოლაში,საზოგადოებაში ან  ზოგადად ცხოვრებაში.
  • მივცემ სამუშაო ინსტრუქციებს ,დავალებებს ჯგუფებში.
  • პირველ ჯგუფს- -მოიძიონ  თეორიული მასალები საკვები  ნივთიერებების შედგენილობის მიხედვით.განასხვაონ ვიტამინები   A,B,C და     D ჯგუფისა და წყალში ხსნადობის მიხედვით.აგრეთვე  ინფორმაცია იმ დაავადებების შესახებ  რომლებიც გამოწვეულია ვიტამინების დისბალანსით.
  • მეორე ჯგუფს--დაევალება ელექტრონული პრეზენტაციისა,ბროშურისა  და გამოკითხვის  შედეგების შეჯამება.
  • მესამე  ჯგუფს--დაევალება ექსპერიმენტის ჩატარება.  და   C  ვიტამინების  აღმოჩენა საკვებში.წარმოადგინონ  ვიდეო,ფოტო და ელექტრონული მასალები.
კვლევის     ეტაპზე    ვთხოვე    მოსწავლეებს თვალი მიადევნონ რესურსებს
განსაზღვრონ მოქმედების დრო.პროექტის დასაწყისში  მიეცათ  პროექტის  ქულობრივი  შეფასების     გზამკვლევი,რათა მოსწავლეებმა შეძლონ   თვითშეფასების  განხორციელება  თავიანთი მოსაზრებებისა     და შესაბამისი კვლევების.
           პროექტის მიმდინარეობისას  პერიოდულად შევხვდი  თითოეულ ჯგუფს  და განვიხილეთ მათი  სამოქმედო  გეგმა,რათა მუშაობა სწორი მიმართულებით წარმართონ.
           ვთხოვე     თითოეულ   ჯგუფს  წარმოადგინოს დასრულებული სამოქმედო გეგმა ,სადაც მოცემულია ინდივიდუალური  შეფასებები  პრეზენტაციისთვის შექმნილ  შესაბამის  მასალასთან  ერთად.როცა ყველა ჯგუფს შევხვდი ინდივიდუალურად,ვთხოვე ერთმანეთსაც  შეხვდნენ  უკუკავშირის  მისაღებად. ამისათვის თანაკლასელთა უკუკავშირის ფორმა უნდა გამოიყენონ .მას შემდეგ რაც ყველა გუნდი წარსდგება აუდიტორიის წინაშე გამართეთ შეხვედრა რომელსაც                                                                     მშობლები და  ადმინისტრაციის თანამშრომლებიც დაესწრებიან. შეხვედრაზე განვიხილავთ მოსწავლეთა მიერ მიღებულ გამოცდილებას, წარმოდგენილ მოსაზრებებს. პროექტთან დაკავშირებული დისკუსია დავასრულეთ მოსწავლეთა ნააზრევის შეჯამებით ძირითადი შეკითხვების შესახებ: რა არის მინშვნელოვანი ადამიანისათვის-ჯანმრთელობა! ასევე წავახალისოთ, შევაქოთ პროექტზე მუშაობისათვის, რათა სამომავლოდ კიდევ უფრო ხალისიანად და მოტივირებულად შეასრულონ პროექტები, შეძლონ რთული პრობლემების გადაწყვეტა.









   
















დიფერენცირებული სწავლება

სპეციალური საჭიროებები
  • ნება დავრთეთ აირჩიონ პროექტზე მუშაობის მეთოდი და საშუალებები საკუთარი შესაძლებლობების შესაბამისად.
  • დაურიგეთ შესავსები სამუშაო ფურცლები.ეს მათ ვიტამინების ჯგუფებისა და პროდუქტების  შემადგენლობის დამახსოვრებას გაუმარტივებს.




არაქართულენოვანი
მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)

  • ნება დავრთეთ პროექტში გარკვეული ნაწილი მშობლიურ ენაზე შეასრულონ.
  • მოამზადებენ მასალებს ბლოგისათვის.

მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
  • ზედამხედველობას გაუწევენ სხვა მოსწავლეთა მუშაობას.
  • სრულყოფენ პრეზენტაციისა და ბლოგზე წარმოსადგენ  მასალებს.
  • დაწერენ ტექსტს მუნიციპალიტეტში წარსადგენად.

სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები


ტექნოლოგიატექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის  საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)

 ფოტოკამერა
 კომპიუტერი (ები)
 ციფრული კამერა
 DVD ფლეიერი
 ინტერნეტკავშირი
 ლაზერული დისკი
 საბეჭდი მანქანა/პრინტერი
 პროექტორი
 სკანერი
 ტელევიზორი
 VCR, ვიდეო
 ვიდეოკამერა
 ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა.
 სხვა
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
 მონაცემთა ბაზა/ცხრილები
 საგამომცემლო პროგრამები
 ელფოსტის პროგრამა
 ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
 ფოტო/სურათების დამუშავება
 ინტერნეტძიება
 მულტიმედია
 ვებგვერდის შექმნა
 ვორდის პროგრამა
 სხვა


ბეჭდვითი მასალები
სახელმძღვანელოები,სასწავლო გზამკვლევები,ლაბორატორიის სახელმძღვანელოები.
ინვენტარი/მასალები
პროდუქტები,სადაც უნდა განისაზღვროს ვიტამინები,ქიმიური ჭიქები სინჯარები,რეაქტივები და სხვა საჭირო ხელსაწყოები.
ინტერნეტრესურსები
სხვა რესურსები
ექსპერიმენტები.
მოწვეული სტუმრები-მშობლები,მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები.



Комментариев нет:

Отправить комментарий